05:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 16:57:59, 1325 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: პარლამენტის კარი მარტო ერთხელ გაიხსნება, როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას

 „პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. თუ ისინი აქ შევლენ, ისინი საშვილიშვილოდ დაგვასვამენ მურუსიძეს, უდიპლომო ნაგავს და მისნაირებს თავზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის კარი მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როცა ჩაიბარებენ ივანიშვილის კაპიტულაციას.

„ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ დაგვასვამენ მურუსიძეს თავზე, უდიპლომო ნაგავს თავზე, უსინდისოებს თავზე იმისათვის, რომ მერე საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივონ მმართველობა. ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი სიღარიბეს, სიღარიბე კი ტანჯავს ყველა ადამიანს, გარდა ივანიშვილისა.

დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან პარლამენტის შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ. არც ერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხვალიდან პარლამენტის შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებს.

ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, გვაქვს უფლება რომ არ მივცეთ მოძალადე, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. როცა ჩვენ ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ, კვლავ წავუყენებთ პირობას, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. მარტო ერთხელ გაიხსნება ეს კარები, როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics