04:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 14:01:04, 1419 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამეხსნა, რატომ ვერ შევასრულეთ პირობა

„გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამეხსნა რატომ ვერ შევასრულეთ გაცემული პირობა“, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან გაკეთებული მწვავე განცხადებები სრულიად მოსალოდნელი იყო.  

„მე ვტოვებ თანამდებობებს და უმრავლესობას. მე „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს. ასევე ვარ საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე დავტოვებ ამ თანამდებობებსაც. რაც შეეხება დანარჩენს, თუ როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა ჩემს გუნდთან ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. მთელი ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში და სხვადასხვა დედაქალაქებში ჩვენი გადაწყვეტილების გაცნობა.მე თვითონ ველაპარაკებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი ამის მოლოდინს, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია გამიჭირდებოდა მათთვის ამეხსნა რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის , რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე  განცხადებები კეთდება  არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა,“, - ამბობს ჩუგოშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics