2019-11-14 16:19:41, 2733 ნახვა
რეგიონი
ბრილში ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა
სოფელ ბრილში ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა.
შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებმა კომისიამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრში მოეწყო გზის საყრდენი კედელი და მოაჯირი, გარემონტდა სოფლის სახლი, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა გარე-განათება და დაიდგა დეკორატიული სკამები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 907 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ი/მ გივი ზოიძემ შეასრულა.
მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიჭაურის, ჭვანისა და დაბის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო ბარათაულში, დღვანსა და ოლადაურში სამუშაოები დასრულებულია.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,