23:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 11:09:53, 1008 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველად ლელა აქიაშვილი დაინიშნა.

ახალი მრჩეველი გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„დღეს ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას, ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ. ადამიანის უფლებათა სამდივნოც ასევე გააქტიურდება. ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ ქალბატონი ლელა იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული დამატება და წევრი ჩვენი გუნდის“, - განცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics