00:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 16:04:01, 1275 ნახვა

სამართალი
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შსს-ს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გამო მოსალოდნელ გამოსვლებთან დაკავშირებით, შესაბამის ორგანოს მოუწოდებს, დაიცვან ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოება და  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ( And then we danced) პრემიერა გაიმართება.

ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო და საერო პირმა (ორგანიზაციამ) საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ კინოთეატრებში პრემიერას ჩაშლიან.

იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.

აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:
 

  • აქციების ორგანიზატორებს - მუშაობაში ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს;
  • სამართალდამცავ უწყებას - განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად;

ქარტიის საბჭო, ასევე, მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად აღიჭურვონ ამომცნობი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (ბეიჯით, ჟილეტით და ა.შ.), რათა სამართალდამცავებმა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლონ მათი ამოცნობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, მზად არის ჟურნალისტებს გაუწიოს კონსულტაცია და დახმარება," - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics