|
2019-11-06 11:18:59, 2135 ნახვა
ეკონომიკა
რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი „ლიბერთისგან“
ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური და მასშტაბური ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ აამოქმედა. ‘ქეშბექი’ ბაზარზე არსებული მსგავსი ლოალობის პროექტებისგან სრულიად განსხვავებული და უპრეცენდენტოა. ლიბერთის ნებისმიერი ტიპის ბარათის მფლობელი, სპეციალურად შექმნილი საიტის Cashback.ge ან აპლიკაციის მეშვეობით სარგებლობს ქეშბექით ან ფასდაკლებით. დღეისათვის, აღნიშნულ ლოიალობის პროგრამაში 400-ზე მეტი პარტნიორი მომსახურების და სავაჭრო ობიექტია ჩართული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ლიბერთის მომხმარებლისთვის ქეშბექით სარგებლობა მარტივია. აპლიკაციაში ან https://cashback.ge-ზე, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ შეთავაზებას იაქტიურებს და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალით გადახდისას მომენტალურად მიიღებს სარგებელს ქეშბექის ან ფასდაკლების სახით. „ამ მასშტაბურ პროექტზე, ლიბერთის გუნდთან ერთად მუშაობდნენ კომპანიები ჰელიქსი, ვანდიო, ლივინგსტონი და კონექტი. სწორედ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ინოვაციური ლოიალობის სისტემა, ტექნოლოგიურად გამართული, დახვეწილი და მარტივი აპლიკაცია. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, ჩვენი მომხმარებელი კომფორტული მომსახურების გარდა, ყველაზე მაღალ და რაც მთავარია, მომენტალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მომავალში ჩვენს მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ მომსახურებას შევთავაზებთ“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოროღლიშვილმა.
(R)
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)