20:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 11:01:09, 2000 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ბოლო დღეებში ვიხილეთ დესტრუქციული შეტევები ეკლესიასა და მის ლიდერზე

 ჩვენ ვიხილეთ ეკლესიასა და  მის ლიდერზე შეტევები, საზოგადოების რეაქციამ დაამტკიცა ჩვენი შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე  (GDSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით,  ბოლო დროს საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე დესტრუქციული ხასიათის შეტევები ხორციელდებოდა, თუმცა საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ აჩვენა შესაძლებლობები მსგავსი მანიპულაციების წინააღმდეგ.

"ბოლო პერიოდში ვიხილეთ როგორც ემუქრება  „ფეიკ ნიუსები“ ჩვენი საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული ხასიათი, ბოლო დროინდელი შეტევისა საქართველოს ეკლესიის და მის ლიდერზე. საბედნიეროდ საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ, როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა თავისი სიმწიფე და ასეთი მანიპულაციების წინ აღუდგა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC)  რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics