|
2019-11-01 16:43:27, 2376 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს და ეკლესიის მართვა გააგრძელოს
„ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმების სერია, რომელიც მრავალი თვეა გრძელდება და გუშინ ამან პიკს მიაღწია, როდესაც მოხდა ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს. „ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული და მყარი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და მიუხედავად თავისი ასაკისა, ეკლესიის მართვა გააგრძელოს“, - აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ დგას მიმდინარე პროცესების უკან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებისთვის რთული გამოსაცნობი არ არის. „ეს ძალები, ვინც თავდასხმის უკან დგანან, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის რთული გამოსაცნობი არ არის. აღნიშნული ძალები, ზოგადად ებრძვიან ყველაფერს, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვგულისხმობთ ყველას, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმებს ახორციელებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ გადააყენა. მეუფემ სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და განაცხადა რომ „ეკლესიაში მამათმავლობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დასაჯეს“.
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)