11:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 12:51:03, 6365 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოძღვრების ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კაპელანებმა მინისტრს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ ჯარისკაცებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო კაპელანებთან ერთად, ბრიგადის ტერიტორიაზე ექვსი ათას მოწამე გარეჯელ ბერთა სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაათვალიერა.

თავდაცვის ძალებში 35 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი, როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.

მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოძღვრების შეკრებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics