|
2019-10-30 16:59:42, 2281 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია ჯორჯ კენტს შეხვდა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტზე, რომელიც პრემიერმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლესი დონის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე - საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. აღინიშნა საერთაშორისო მექანიზმებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფაში. შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)