|
2019-10-30 15:42:50, 1537 ნახვა
კომენტარი
კობერიძე - დღევანდელმა სხდომამ ანაკლიის პროექტის მიმართ არსებული ბუნდოვანება შედარებით შეამსუბუქა
პარლამენტში დღეს მიმდინარე ანაკლიის პროექტის განხილვა დასრულდა. როგორც დეპუტატებმა პროექტის განხილვისისას განაცხადეს, მთავრობა ამ პროექტთან მიმართებაში დაპირისპირებისკენ გადაიხარა. პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, დღევანდელმა სხდომამ ანაკლიის პროექტის მიმართ არსებული ბუნდოვანება შედარებით შეამსუბუქა. "დღეს იყო ღია ფორმატი და ვთვლი, რომ ამ შეხვედრის ჩატარება სწორი გადაწყვეტილება იყო. მივიღეთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაცია ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რომლებიც კონფერენციებზე ურთიერთდაპირისპირების და პოლიტიკური დღის წესრიგის პროცესში ვერ ჟღერდებოდა. დღეს ჩვენ პოლიტიკური დღის წესრიგისაგან დაცულ რეჟიმში მივიღეთ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია, უშუალოდ ანაკლიის პორტის ფინანსურ, ლოჯისტიკურ პერსპექტივებსა და ბევრ სხვა თემებზეც. ამ ფონზე მთავრობის და ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილება, რომ არ მიიღეს ამ პროექტის განხილვაში მონაწილეობა, არასწორი იყო. მათი მოლოდინებიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე იყო საქმეზე მსჯელობა და არ იყო პოლიტიკური ინტრიგები. თუკი ორივე თვალით გვქონდა ბუნდოვანების მომენტი, ამ შეხვედრის შემდეგ ცალი თვალით მაინც გამოვიხედეთ. მეორე თვალიდან გამოვიხედებით თუ არა, ეს იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან იმ ინფორმაციის საჯაროდ მოწოდებაზე და ჩვენთან ერთად საუბარზე, როგორც დღეს ჩვენ შემთხვევაში მოხდა. ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან წარმოდგენილი იყო სამი პუნქტი, საიდანაც ერთ-ერთი 150 მილიონიდან 50 მილიონის სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ინტერვენციაზე, რომელიც ძალიან საინტერესო ფორმით არის გამოხატული. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ამ თანხას სახელმწიფო პირდაპირ ჩადებს და დაკარგავს ან ფაქტობრივად, სესხად გასცემს. ეს სახელმწიფოსთვის წაუგებელი ვარიანტია და თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტი, სახელმწიფომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას", - განაცხადა ლევან კობერიძემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)