19:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 15:40:25, 2568 ნახვა

რეგიონი
აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი განიხილეს.

თორნიკე რიჟვაძე შეეხო ყველაზე მსხვილ სოციალურ პრობლემებს რეგიონში, როგორიცაა მაგალითად „ოცნების ქალაქი" და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მომავალი წლის ბიუჯეტში 16 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.  

სხდომის დასრულებისას, მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 ოჯახის შესახებ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

„მინდა დღევანდელი სხდომა ერთი კარგი ამბით დავასრულო. 13 ოჯახს ქობულეთში, ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებლებს და ისინი უკვე დღეიდან პირად საკუთრებაში არსებულ სახლებში გააგრძელებენ ცხოვრებას " - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics