21:12 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:52:46, 1211 ნახვა

კომენტარი
გომელაური: სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ - ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა

„ეს ყველა ქვეყანაში ხდება - დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე დღის წინ ქართულ ვებგვერდზებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას. 

გომელაურის თქმით, საქმის გამოძიებაში უცხოელი პარტნიორებიც არიან ჩართული. 

"იყო, რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად. ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული, საზღვარგარეთიდან მეგობრები და ვფიქრობთ, რომ გავალთ ბოლოში. მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო. ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ვმუშაობთ ამ თემაზე და ჯერჯერობით, სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ვერ გეტყვით. ის, რომ დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics