|
2019-10-29 15:58:22, 2505 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთბიათ და არამგონია 2020-ში რამე შეძლონ
„არა მგონი, რომ ბატონი ირაკლის ძლიერი მხარეა იუმორი და სარკაზმი“, -ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ოთო კახიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 60%-ს მიიღებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე მისგან გამოყოფილ პარტიებთან არ ითანამშრომლებს. კახიძის თქმით, მათემატიკა კობახიძის ძლიერი მხარე არ არის. „არ ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლის ძლიერი მხარეა იუმორი და სარკაზმი. რაც შეეხება შესაძლო შედეგებს, ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ 40%-ს იღებენ, 45%-ს, 60%-ს თუ 85%-ს. ეს პროცენტები ძალიან გაექცათ ამ ბოლო დროს, ამიტომ მე მათ ვურჩევდი მიწაზე დაეშვან, იფიქრონ მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტაზე თუ აქვთ ამის უნარი და ხედვა. 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ და არა მგონია 2020-ში რამე შეძლონ. ამიტომ მოემზადონ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)