|
2019-10-29 15:44:55, 2304 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, რომელსაც დღეს უკვე არავინ „ჭამს“
„ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, რომელსაც დღეს უკვე არავინ ჭამს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოყიდვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა გაჩერდება, როგორც სხვა დანარჩენი პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება მოსახლეობას დაპირადა. „კაპიკეპად შეისყიდის და რა თქმა უნდა, ესეც გაჩერდება ისევე, როგორც გაჩერდა თერაპიის ცენტრი, რომელზეც 600 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო. სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელზეც 120 მილიონი უნდა დახარჯულიყო.. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახლა უნდა იყოს 300 ათასი სტუდენტი, ანუ რაც კი საქართველოში სტუდენტებია, მისი ნახევარი. ააშენებენ ერთ კორპუსს, 200 ან 500 კაცი ისწავლის მთელი წლის განმავლობაში და იქნება ჩვეულებრივი უნივერსიტეტი, რაც არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)