17:37 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 15:51:06, 2985 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა" და უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორი ქვეყნის ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა - რევაზ ბაბილუამ და ალექსანდრ შიფცოვმა დოკუმენტს ხელი  დღეს ბათუმში მოაწერეს. მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინას შორის  ჰიდროგრაფიის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, შუქურების დამეგობრების პროექტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ისტორიული ღირებულების მქონე შუქურების, მათი მოვლა-შენახვისა და  ტექნოლოგიური განვითარების  საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, შუქურების ორგანზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციის გათვალისწინებით უწყებები აქტიურად იმუშავებენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე შუქურების ტურისტული პოტენციალის განვითარების და ჰიდროგრაფიული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ   ტექნიკურ სამუშაოებზე ისაუბრეს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმისა და ოდესის ოლქის სანჟეისკის შუქურების დამეგობრების პროექტის  ნიშნად   მხარეებმა ბათუმის შუქურაზე სიმბოლური დაფა გახსნეს, ანალოგიური  დაფის განთავსება იგეგმება  უკრაინის სანჟეისკის შუქურაზე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics