|
2019-10-28 11:05:54, 2891 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულებს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ბრალდებულები თ.ა. და კ.ტ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, ისინი დიდ ბრიტანეთში წაეყვანათ და დაესაქმებინათ. დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ კი, 2018 წლის ივლისისა და აგვისტოში, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების დიდი ოდენობით თანხას, საერთო ჯამში - 36 906 ლარს. სამართალდამცველებმა თ.ა. და კ.ტ. 2019 წლის 17 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით). ორივე ბრალდებულ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა. და კ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)