16:25 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 15:01:20, 1820 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: შოუ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში, დასრულდება სრული კრახით

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. 

მხარეები სასამართლო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდნენ. 

როგორც მამუკა ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ეს ,,შოუ" ბიძინა ივანიშვილის მოწყობილია და ეს სასამართლო პროცესი მისთვის სრული კრახით დასრულდება. 

,,მინდა გითხრათ, რომ პრობლემა არის ის საბუთები და ტრანზაქციები, რომელიც ეროვნულ ბანკში და ფინანსური მონიტორინგის სამსახურშია. ის ფაქტი, რომ ,,თიბისი ბანკმა" სრულად არ შეისყიდა ,,პროგრეს ბანკი", დატოვა ტოქსიკური აქტივები გარეთ და შეისყიდა მხოლოდ ჯანსაღი აქტივები უნდა მოვძებნოთ. თუ სად არის არსებული დოკუმენტაცია უნდა მოვძებნოთ ეროვნულ ბანკში, რაც უკვე მოძებნილიცაა. ეს აბსურდული თეატრი და შოუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში დასრულდება სრული კრახით რის პირობას მე გაძლევთ. ეს დაქირავებული პროკურორები არა სამართალს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან. ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინეთ და ამიტომ, პროკურატურა უკვე ჩიხშია. ყველა გადარიცხვა და ბენეფიციარი დოკუმენტალურად გვაქვს წარმოდგენილი. თუ რას მოითხოვს დღეს სასამართლო ამას ერთად ვნახავთ".

შეგახსენებთ, , მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი ჯგუფურად წარედგინათ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის მიღება ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით).

გიორგი ჩაფიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics