|
2019-10-25 10:11:39, 2208 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს რეგიონალური ოფისის დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორს, ჯუდიტ რებეკა კემპბელს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯუდიტ რებეკა კემპბელმა არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით. ბიუროს დიდი წვლილი შეაქვს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებით, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებით და შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)