|
2019-10-24 14:48:04, 4604 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშში 19 წლის გოგოს ცოცხლად დაწვისთვის, 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ბანგლადეშის სასამართლომ გოგოს ცოცხლად დაწვის საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. შეგახსენებთ, ბანგლადეშში, 19 წლის გოგო, რომელმაც სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა, ცოცხლად დაწვეს. ნუსრათ ჯაჰან რაფი ქალაქ ფენიში ცხოვრობდა. 27 მარტს სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში დაიბარა და მასზე სექსუალურად იძალადა. სანამ დირექტორმა მისი გაუპატიურება მოასწრო, გოგონამ კაბინეტიდან გაქცევა შეძლო. მოგვიანებით სკოლის დირექტორი დააკავეს, თუმცა ქალაქში საპროტესტო აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ. 6 აპრილს გოგონა სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტანასკოლელმა ის სკოლის შენობის სახურავზე აიყვანა. სახურავზე მას კიდევ 5 თანასკოლელი ელოდებოდა, ისინი გოგონას საჩივრის უკან წაღებას აიძულებდნენ. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ის 10 აპრილს გარდაიცვალა.
ამ თემაზე ვრცელი მასალის სანახავად გადადით ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)