|
2019-10-24 14:40:18, 3400 ნახვა
მსოფლიო
პირები, რომელთა ცხედრები ინგლისში, სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან
39 ადამიანის ცხედარი, რომელიც ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო მანქანის კონტეინერში აღმოაჩინეს იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იდენტიფიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვლილები ეთნიკურად ჩინელები არიან. მედიის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლის დაკითხვა, ამ დრომდე მიმდინარეობს. ის 25 წლის ირლანდიელია. გარდა ამისა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ 2 სახლში რეიდი ჩაატარა, რათა გაერკვიათ უკავშირდება თუ არა მომხდარი ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებს. BBC-ი იტყობინება, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან დიდ ბრიტანეთში ქალაქ ჰოლიჰედის გავლით მოხვდა. ცნობისთვის, ინგლისში, სატვირტო მანქანის კონტეინერში 39 ადამიანის ცხედარი გუშინ აღმოაჩნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)