01:07 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 16:02:30, 1660 ნახვა

კომენტარი
გახარია პროკურატურის თანამშრომელზე: სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა, სადაც კანონს ვარღვევთ, გამოძიებული უნდა იყოს

"ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა დასძინა, რომ საკითხის გაეცნობა. 

„პირველ რიგში,რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც პროკურატურაში სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა ტიპის პრობლემები არსებობს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics