|
2019-10-23 12:21:12, 2114 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ოქრუაშვილისთვის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც პროკურორი აცხადებდა, ოქრუაშვილის მხრიდან მოწმეზე ზეწოლის და მიმალვის საფრთხე არსებობს. ცნობისთივს, ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“. ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართომ 27 ივლისს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)