14:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:16:56, 4213 ნახვა

მსოფლიო
ნატო სამხედრო კამუფლიაჟის შეძენას აპირებს, რუსეთი კი, წიგნების შესყიდვას ურჩევს

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ნატო-ში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ზამთრის ფორმების სანაცვლოდ, ისტორიის წიგნების შეძენა ურჩია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ალიანსი აპირებს 78 ათასი კომპლექტი ზამთრის კამუფლიაჟის და აგრეთვე სპეციალური უნიფორმის შეძენას, რომელიც, 40 ° C ტემპერატურის დროს ოპერაციებისთვის არის საჭირო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი, რუსმა დიპლომატმა ირონიული კომენტარი გააკეთა.

"თქვენ საერთოდ არ იცით რა ხალხთან გაქვთ საქმე. მგონი უმჯობესია წახვიდეთ, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა. ზამთრის პერიოდში გაღვიძებულ დათვთან ჭიდილი არ ღირს. ასეთი აღჭურვილობის შეძენის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური გავლენა იქონიონ. სჯობდა ისტორიის წიგნები შეგეძინათ", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა ფრანც კლინცევიჩმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics