01:20 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 10:01:07, 512 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ტასოევი: მადლობა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“,-ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის  ვიცე-სპიკერმა  დიმიტრი ტასოევმა   სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიასთან“ საუბარში განაცხადა.

„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას“, - აღნიშნა ტასოევმა.

ტასოევმა ასევე დასძინა, რომ „ბაქო-სუფსის მილსადენის უსაფრთხოებას საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ მაშინ უზრუნველყოფს, თუ British Petroleum-ი ამაში ფულს გადაიხდის“.

ამასთან, მისივე თქმით, მილსადენი დიდი ხანია მათ ე.წ. ტერიტორიაზეა და აქამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics