02:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 11:44:48, 1538 ნახვა

კომენტარი
გომელაური: ეს ოჯახი გაფრთხილებული იყო, რომ გამათბობელი არ დაეერთებინათ - გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი აფეთქების ადგილი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველებისგან პირადად მოისმინა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა შემთხვევის ადგილზე მედიის კითხვებს უპასუხა.

"ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში გამოიწვია აფეთქება, რამაც კორპუსის რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა. საბედნიეროდ, დაღუპული არავინ არ არის, მხოლოდ ერთია დაშავებული შედარებით მძიმედ, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს ადამიანი არის ის პირი, ვინც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.ოთხი ადამიანია მსუბუქად დაშავებული, მათ მალე გამოწერენ საავადმყოფოდან.

როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, იყო გაფრთხილებული ეს ოჯახი, რამდენიმე თვის წინ, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად.

როგორც ვიცი არ მოუმართავთ, თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics