|
2019-10-18 12:37:15, 2594 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა, - ამის შესახებ ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოძრაობის ახალი წევრები არიან: კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი; ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დაფუძნებელი; ვაჟა სამადბეგიშვილი - ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი; ლაშა მარგიანი - პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი; მარიამ თავაძე - ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ალექსანდრე რატიშვილი - ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი; ლევან ლომთაძე - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი; გიორგი ბიჭიაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; გიორგი მჭედლიშვილი- ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტოტი; ირაკლი კუცია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; მარიამ აფრასიძე - სამოქალაქო აქტივისტი. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი. მეორე წარდგენა 26 სექტემბერს შედგა და მოძრაობაში გაწევრიანდნენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. მესამე წარდგენა 3 ოქტომბერს შედგა. მეოთხე წარდგენა 11 ოქტომბერს შედგა.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)