02:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 16:29:18, 1752 ნახვა

კომენტარი
სალია: აქიმიძე-დვალის სარჩელი დაგვიანებულია

ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი დაგვიანებულია - ამის შესახებ,  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელის წარდგენა 2014 წლამდე უნდა მომხდარიყო.

"ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. ქიბარ ხალვაშის შეტანილ სარჩელსა და აქიმიძე-დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი ის დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა მინიმუმ 2014 წლამდე უნდა მოეხერხებინათ," - აცხადებს პაატა სალია.

ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს დღეს მიმართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics