15:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 14:04:12, 4073 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

ლონდონმა და ბრიუსელმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ BBC დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე ბორის ჯონსონზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი გარიგება ორივე მხარეს პროცესებზე კონტროლის დაბრუნების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დეტალები ამ დრომდე უცნობია. წინა შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დაეტოვა. 

შეთანხმების მიღწევას, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "შეთანხმება არის დაბალანსებული და სამართლიანი". 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics