03:53 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 13:29:42, 1176 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის კონსორციუმზე“: ეს უნდა იყოს ბოლო შანსი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება", – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვადებულებების შესრულებისთვის კონსორციუმს ბოლო შანსი ეძლევა. 

„ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ეს უნდა იყოს ბოლო შანსი. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, საზოგადოებაშიც ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვადას წლის ბოლომდე აძლევს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics