|
2019-10-16 11:45:14, 1688 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის ახალ მინისტრს შეხვდა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სომეხ კოლეგა რუსთან ბადასიანთან გაცნობითი ხასიათს შეხვედრა გამართა. საუბრის თემა იუსტიციის სფეროში საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც წელს ერევანში ჩატარდება. ფორუმი ქართულ-სომხური ურთიერთობის წარმატებული ფორმატია და ის 2015 წლიდან იმართება. თეა წულუკიანმა რუსთან ბადასიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამართლებრივ სფეროში გაცილებით ინტენსიური გახდა: 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან; 2015 წელს საქართველო-სომხეთს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც აღინიშნა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, კერძოდ, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს ნოტარიულ სფეროს, იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაციას, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას და სხვა. სწორედ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იმართება ტრადიციული ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, პრობაციის და პენიტენციურ სფეროში გასატარებელი რეფორმები, სადაც საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა თვალსაჩინოა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში. შეხვედრის ბოლოს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დეკემბერში სომხეთში იმართება.
(NS)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)