2019-10-15 19:12:33, 1626 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ანაკლიის პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო
პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ყველაფერი გააკეთა.
მისივე თქმით, დარჩენილი პასუხისმგებლობა კერძო სექტორსა და ინვესტორებს ეკისრებათ.
„სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ საუბარი არის ინფრასტურქტურაზე, რომელზეც სახელმწიფომ რესურსი გამოყო, სუბორდინირებული სესხის თანხმობაზე, ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე, შესაბამისად აქ სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მისამართით. აქ დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,