15:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 15:24:36, 4874 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში, თავშესაფრის მსურველთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს [ვიდეო]

საფრანგეთში, თავშესაფრის მსურველთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს, - ამის შესახებ France24 იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაცით, 2018 წელს საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 7 000-მა მოქალაქემ მიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი სირიელ და ერაყელ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას აღემატება. 

France24-ის მიერ მომზადებულ ვრცეკ რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ქუთაისის აეროპორტში ყველა ფრენა პარიზის მიმართულებით, სრულად დაჯავშნილია.

"მგზავრებს შორის ბევრი ტურისტია, მაგრამ ყველა არა. ამის დადგენას საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის ოფიცრები ცდილობენ. ერთ-ერთი ხერხი სასტუმროს ჯავშნის შემოწმებაა", - ამბობს რეპორტაჟის ავტორი და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდას უფასო მკურნალობასა და ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებს.

ერთ-ერთი ქართველი რესპოდენტი ყვება, რომ საქართველოში მკურნალობისთვის 5 ათასი ევრო სჭირდებოდა, რისი გადახდის საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა. ამიტომ, რესპოდენტის განმარტებით, საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ მის სოცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა.

„ჩვენც რომ ასეთივე ჯანდაცვის სისტემა გქვონდეს და ხალხს ასე არ უჭირდეს, საფრანგეთს არ მივმართავდით“, - განაცხადა რესპოდენტმა. 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics