05:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 16:13:10, 4010 ნახვა

კომენტარი
მელია: მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, თორემ სინამდვილეში, შიგნით „ოცნების“ მაისური აცვია

"ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ შიგნით "ქართული ოცნების" მაისური აცვია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც იგგი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

როგორც მელიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ გააძევა მოსამართლემ სხდომა დარბაზიდან. 

"არანაირი მოსამართლე ეს ადამიანი არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ შიგნით "ქართული ოცნების" მაისური აცვია. ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქოში, სააპელაციოში, ისე უზენაესში. დადასტურება ამ სიტყვებისა გახლავთ ის, რომ მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ზონდერი მოსამართლეები მოდიან და უზენაეს სასამართლოში მათ უვადო დანიშვნას უპირებს ივანიშვილი, ესეთი ადამიანი გახლავთ ეს. ადამიანი, მიუხედავად თხოვნისა, შუამდგომლობის დაყენებისა რომ სამაჯურის მოხსნა/არ მოხსნის საკითხი განეხილა დროულად, ვინაიდან აქ დარბაზში პარლამენტის მოქმედი წევრები იყვნენ, ჩანდა, რომ იგი ცდილობდა ჩვენი დეპუტატები ვერ მოხვედრილიყვნენ პარლამენტში დღეს და მისი მეგობარი ამით შვებას იგრძნობდა. მე ამ ადამიანს ვერ აღვიქვამ მოსამართლედ. ეს ადამიანი არ არის მოსამართლეს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს", - განაცხადა ნიკა მელიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics