|
2019-10-07 17:11:52, 1440 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საირიგაციო ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა გასამმაგდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატყეო სექტორში არსებულ ვითარებაზეც, მათ შორის, ტყის ახალ კოდექსზე, რომელიც საქართველოში ბიომრავალფეროვნებისა და ტყის ბუნებრივი რესურსის დაცვასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მსოფლიო ბანკის ახალმა წარმომადგენელმა ყურადღება გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის დამატებით დაფინანსების მიღების საჭიროებით დაინტერესდა. სებასტიან მოლინეუმ ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის ხელმძღვანელი აბდულაზოზ ფაგი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)