05:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 12:56:25, 1180 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში

გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი როგორც პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისოა არენაზე, ასევე ეკონომიკაში. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში. საქართველოში გერმანულ-ქართული კაპიტალით შექმნილი 250-ზე მეტი ერთობლივი კომპანია საქმიანობს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისთან შეხვედრის შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას იღებს გერმანიის განვითარების სამთავრობო ინსტიტუტებისგან, როგორიცაა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა პროგრამები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ენერგეტიკის, მეწარმოების და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაში.

„ჩვენი შემდეგი გამოწვევა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ტურიზმია. ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადები მზარდია, მაგრამ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი შეგვიძლია. აღნიშნულს ხელს უწყობს პირდაპირი რეისების რაოდენობის ზრდა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გერმანიის ქალაქების მიმართულებით. თანამშრომლობის ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც დაგეგმილი მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეების მონაწილეობით.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics