2019-10-07 11:43:13, 5479 ნახვა
რეგიონი
აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა
აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა, - ამის შესახებ Interfax-azerbaijan იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
Interfax-ი წერს, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“ [დავით გარეჯი] ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.
"აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი არის სტრატეგიული პარტნიორობის საზღვარი. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას", - განაცხადა გულიევმა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან