05:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 15:10:46, 3099 ნახვა

ეკონომიკა
ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის M&S ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კომპანია იმერი“ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის “M&S” მაღაზიებში, იარლიყით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქ. ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.

შპს „სამკერვალო კომპანია იმერი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics