|
2015-01-24 10:31:48, 1060 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის
„თანამდებობიდან ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის, მოვა სხვა, რომელიც აბსოლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრტების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „პირველ სტუდიასთან“ საუბრისას განაცხადა. ალასანიას თქმით, ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ უწყებაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ვერ გაამართლებს. „ადამიანი, რომლის ბიოგრაფია დაიწყო ორი წლის წინ, ან იმის გამო რომ ვიღაცის ნათესავია, ის ადამიანი იმ კონკრეტულ სფეროში ვერ გაამართლებს. ვერც ავტორიტეტს მოიხვეჭს. ეს ხდებოდა სწორედ იმ კადრებით, რომელიც ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ მოვიდა სამართალდაცვით სტრუქტურებში ძირითადად. ეს ბუნებრივი პროცესია. მათ მოუწევდათ თანამდებობიდან წასვლა იმიტომ, რომ ვერ გაართმევდნენ თავს. მთავარია, რომ შეირჩეს სწორი სისტემა კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის და ეს იყოს ღია სისტემა, ჩატარდეს კონკურსები. ამ კუთხით თვითონ შინაარსი, ფილოსოფიაა შესაცვლელი. არამხოლოდ ერთი ჭიკაიძის გაშვება თანამდებობიდან ვერაფერს შეცვლის, მოვა სხვა, რომელიც აბოსლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში“,-განაცხადა ალასანიამ. როგორც ალასანიამ აღნიშნა, ჭიკაიძეს თანამდებობა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა. „ჭიკაიძეს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და დარწმუნებული ვარ, რომ დაატოვებინეს ეს თანამდებობა. ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას და მის დაბრუნებას ქვეყანაში, ეს სწორი გადაწყვეტილებაა უნდა ავღნიშნოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“,-დასძინა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)