11:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 13:29:52, 1727 ნახვა

პოლიტიკა
გოტემიოლერი: ვამაყობთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით

"ვამაყობთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა განაცხადა. 

გოტემიოლერის შეფასებით, სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებით რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. 

"მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა. სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით. დღეს ჩვენ ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატოსთან. ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ყოველივე ემსახურება უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა, ბრიუსელის წვიმიანი დღეების შემდეგ", - განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics