11:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 18:56:07, 1728 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, თუ საჭირო გახდება, კარგად ავაშენებ პორტს

„ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს“, - ამ სიტყვებით ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ უნდა ახსნას, თუ რატომ არის ანაკლიის პორტის პროექტი 2 წლის განმავლობაში გაჩერებული.

„დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. და რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას და ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და მიხედონ თავის ქვეყანას. დღეს ქვეყანაში არის გაჩერებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არის ანაკლიის პორტი და ეს პროექტი უკვე თითქმის წელიწადია გაჩერებულია და მე მგონი უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე 2 წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისნიტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ხაზარაძემ განაცხადა: „შეიძლება მაია ცხიქიტშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics