11:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 11:04:53, 1304 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ქობულიაზე: 2020-ისთვის ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება, რომ ისიც შეიძლება პარლამენტში მოხვდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შესაძლო პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებისთვის ნებისმიერ პოლიტიკური გამოცდილების ადამიანს ექნება შესაძლებლობა პარლამენტში მოხვედრის.

„ჩვენ ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს და ყოფილ მინისტრს ამ შემთხვევაში, მცირე თუ მდიდარი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანს ექნება შესაძლებლობა შექმნას პარტია და ჰქონდეს იმის იმედი, რომ მოხვდება პარლამენტში. იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ იდეა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის კარი არის ყველასთვის ღია და კონკურენციაც შესაბამისად იქნება ძალიან მაღალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics