|
2019-09-30 11:12:26, 1546 ნახვა
რეგიონი
ხატია წილოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო მაჩხაანის, გამარჯვებისა და ხორნაბუჯის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ხატია წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები მევენახეობა, მეცხოველეობა და მარცვლოვანი კულტურების წარმოებაა, შესაბამისად, მოსახლეობის შეკითხვები სწორედ აღნიშნული დარგების განვითარების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. ამასთან, ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად სასმელი წყლის, ქარსაფარი ზოლების, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასარწყავიანების, შიდა გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დაასახელა. როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა, რათა ყველა მუნიციპალიტეტის ძირითადი საჭიროები მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს. ადგილობრივების მიერ დასახელებული პრობლემები ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველა მათგანის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან, სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)