|
2015-07-14 13:56:40, 1374 ნახვა
მსოფლიო
ირანმა ატომურ მოლაპარაკებებზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია
მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანთან ატომურ მოლაპარაკებებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ირანი შეამცირებს ატომურ აქტივობას, ქვეყანაზე დაკისრებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები კი მოიხსნება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ზავად ზარიფმა აღნიშნულ შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა. შეთანხმების მიხედვით, ირანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, აწარმოოს ინსპექცია ქვეყნის ტერიტორიაზე. მოლაპარაკებები ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია) შორის 2006 წელს დაიწყო. მოლაპარაკებების მიზანი ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის პრევენცია იყო. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეებში, ფედერიკა მოგერინიმ, რომელმაც შეთანხმებას „იმედის ნიშანი მთელი მსოფლიოსათვის“ უწოდა. „ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იქცეს საერთაშორისო ურთიერთობების ახალი გვერდიდან დაწყების გარანტად“, - განაცხადა მოგერინიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)