13:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 14:41:00, 2319 ნახვა

სამართალი
გაბუნია: პროკურატურას 200%-ით ვენდობი

200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა უწყებაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.

 „მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი.

რაც შეეხება, დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას“, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის,  დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics