13:25 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 12:57:37, 2654 ნახვა

რეგიონი
პროექტი „ღია შეხვედრები“ − თეა წულუკიანი აჭარის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა.

თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა სოფელ ქაქუთის, ლეღვასა და წყავროკას მოსახლეობასთან. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები − ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში, ქობულეთის თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება და ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა.

იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას ის დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელთაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

იუსტიციის მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრას გურიის სოფლებშიც გეგმავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics