17:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 14:12:08, 2886 ნახვა

პოლიტიკა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან მმართველი პარტიის ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეს-სპიკერი, ჟურნალისტი ხატია მოისწრაფიშვილი "ქართული ოცნების" პლიტსაბჭოს წევრების მხრიდან ზეწოლის შედეგად გაუშვა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. 

მოისწრაფიშვილმა მმართველი გუნდის სხვადასხვა წევრის კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს ნოდარ მელაძეს ღიად დაუჭირა მხარი და სოლიდარობა გამოუცხადა.

პარტიის აქტივს და პოლიტსაბჭოს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან თავისი პრეს-სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რის შემდეგაც პრეზიდენტმა აღნიშნული გააწყვეტილება მიიღო.

საქართველს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში ამბობებ, რომ მოისწრაფიშვილი ამ დროის მდგომარეობით ადმინისტრაციაში რჩება, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით პრეს-სპიკერის პოზიციას აღარ იკავებს. მას ოფიციალურად ბიულეტენი აქვს აღებული.
თავად მოისწრაფიშვილი კომენტარს არ აკეთებს და წერს რომ პრობლემა მორალმა და წითელმა ხაზმა შექმნა, რომლის გადაკვეთასაც არ აპირებს.

„არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! რაც მომწონდა, მომწონს ახლაც, რაც მიუღებელი იყო, არ მივიღებ მომავალშიც. სულ ეს არის. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, რომელიც შემხვდა და ჩემი თანამგზავრი გახდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთის გაცნობით გამაბედნიერებს ცხოვრება", – წერს ხატია მოისწრაფიშვლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics