17:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 18:30:10, 1932 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „ადგილობრივ არჩევნებს“ არ ცნობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროებით ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში უკანონო არჩევნების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ უწყება ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს არ ცნობს მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს", რაც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა და უკრაინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულველყოფა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი გახლავთ  უკრაინის განუყოფელი ნაწილი.

საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics