17:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 17:57:31, 1859 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და გვექნება დროში გაზომვადი მიზნები

ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანაა საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, მაქსიმალურად სწრაფად ვაგრძნობინოთ შედეგები  ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალ მთავრობას აქვს ბევრი კარგი ინიციატივა და სახელმწიფო ბიუროკრატია სრულად და ეფექტურად უნდა ამუშავდეს, იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი ინიციატივა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე.

„ჩვენ დღეს აბსოლუტურად მკაფიოდ ვისაუბრეთ როგორც შიდა, ასევე საგარეო უსაფრთხოების კომპონენტზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი განზომილებები, რომლებზეც ვიქნებით კონცენტრირებული. პირველი, ეს არის ეფექტურობა - ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად, ქალაქში თუ სოფელში, სახელმწიფო, მთავრობა, ხელისუფლება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც როდესაც სახელიდან გამოდის და მის პრობლემებს ან აგვარებს - ან ვერ აგვარებს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და ჩვენ გვექნება დროში გაზომვადი მიზნები. სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური და კეთილსინდისიერი. როდესაც ვამბობ - კეთილსინდისიერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ძირითადი ორიენტაცია უნდა იყოს თითოეული მოქალაქის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics