|
2019-09-08 15:57:58, 2273 ნახვა
კომენტარი
„რა გჭირთ ხალხნო? ვამპირები ხართ თქვენ?“ - ადა მარშანიას მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობას [ვიდეო]
„ვამპირები ხართ თქვენ? ამ მონსტრების და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვევებით და ენერგია გემატებათ?“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ. როგორც მარშანიამ აღნიშნა, „პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია არ უნდა ეკადრებოდს“. „რა გამოცოცხლებაა დარბაზში? მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა? ხალხნო რა გჭირთ ეხლა ხუმრობით გეტყვით არ გეწყინოთ, ვამპირები ხართ თქვენ ? ამ მონსტრების და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვევებით და ენერგია გემატებათ ? რა გჭირთ ხალხნო ამაზე ხარჯავთ ენერგიას და შეძახილებს, ჟრიამულია, გამოცოცხლებაა და ენერგია მოდის და მიხარია ეს, როდესაც ეს აჩრდილები გამოდიან სიტყვით? ამაზე დავხარჯოთ ქალბატონო გუგული [მაღრაძე] ჩვენი საპარლამენტო დრო? ეს არ არის დემოკრატია, ეს იცით რა არის? თქვენ ერთმანეთს ასაზრდოებთ და ეს არის იცით რა ? ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას. არ უნდა ეკადრებოდეს პატრიოტს, მებრძოლს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, პატიოსან, ჭკვიან ხელისუფელბას ასეთი ოპოზიცია. არ უნდა სჭირდებოდეს და თქვენ ეს ხალხი გჭირდებათ. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვაძლევთ ჩვენ ხმას ამ მომავალ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც რა საკვირველია, დღეს იქნება დამტკიცებული. მაგრამ ეს პრელუდიაა, მე ბატონი მელიას გამოსვლაზე მქონდა რეაქცია“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)